კეთილი იყოს თქვენი კლიკი ჩემს ვებგვერდზე!
როგორც შეამჩნევდით, გვერდი ჯერ მშენებლობის პროცესშია. დასრულებულ სახეს და ფუნქციას ის ამ წლის სექტემბრისთვის მიიღებს. აქ იქნება კურსები, პუბლიკაციები, სავარჯიშოები, ტესტები, ლექსიკონები, ბიბლიოგრაფიები და ბმულები როგორც გერმანისტი (და სხვა ტიპის) ენათმეცნიერებისთვის, ისე გერმანული ენის შემსწავლელებისთვის. რამდენიმე აპლიკაცია (კროსვორდები, ტესტები და მარტივი ლექსიკონი ენის შემსწავლელებისთვისახლაც არის ატვირთული. ვებგვერდი თანდათანობით შეივსება.

 

გარკვეული სივრცეების გამოყენება მანამდეც არის შესაძლებელი (და ასევე მას შემდეგ, როცა გვერდს დასრულებული ფორმა ექნება): დაინტერესებულ ადამიანებს (ძირითადად მასწავლებლებს)შემიძლია მივცე შესაძლებლობა, ჩემს გვერდზე შეადგინონ და გამოაქვეყნონ კურსები, ტესტები, სავარჯიშოები, კროსვორდები და მსგ. თავიანთი სტუდენტებისთვის ან მოსწავლეებისთვის. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საკონტაქტო ფორმულარით დამიკავშირდეთ და მე გაგაცნობთ, სად და როგორ უნდა მოამზადოთ მსგავსი აპლიკაციები. საავტორო უფლებები, რა თქმა უნდა დაცული იქნება. თემატიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ინტერესებში შედის მხოლოდ ის, რომ სივრცე არ იყოს უქმად.
დ.გიორგობიანი